logo_geo
eng_logo
საერთაშორისო „პენ კლუბმა“ ირაკლი კორძაიას მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნა!
- +

12 ივლისი. 2016. 22:27



საერთაშორისო „პენ კლუბმა" ქართველი ჟურნალისტის, ირაკლი კორძაიას  მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნა.


 „პენ კლუბი" მთავრობასა და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირაკლი კორძაიას განცხადებები გათვალისწინებული და გამოძიებული იყოს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა აღიქმევა როგორც შეტევა სიტყვის და აზრის გამოხატვის წინააღმდეგ.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ზვიად ჯანყარაშვილის  სარჩელი, ჟურნალისტ ირაკლი კორძაის წინააღმდეგ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.


მიმართვა საქართველოს პრემიერ- მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსაც გადაეგზავნა.



„პენ კლუბი" საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მწერლებს, პოეტებს და ჟურნალისტებს აერთიანებს. საერთაშორის „პენ კლუბი" 1921 წელს ნობელიანტმა მწერალმა ჯონ გოლსუორსიმ დააფუძნა. სხვადასხვა წლებში „პენ კლუბის" ხელმძღვანელები იყვნენ ჰერბერტ უელსი, არტუ მილლერი, ჰაინრიჰ ბიოლი და მარიო ვარგას ლიოსა. ამჟამად ორგანიზაციას კანადელი მწერალი და ესეისტი ჯონ როსტონ სოლი ხემძღვანელობს.



http://www.pen-international.org/newsitems/georgia-end-prosecution-of-investigative-journalist-in-connection-with-his-work/

 

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner