logo_geo
eng_logo
სუეცის არხში მოძრაობა აღდგა
- +

29 მარტი. 2021. 21:06

 

 

„სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა“ , - ინფორმაციას ამის შესახებ სუეცის არხის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით,  კონტეინერმზიდი ხომალდი Ever Given მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს და სხვა გემებს არხში გავლა დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ.

 

23 მარტს გემმა ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო კურსი შეცვალა და სუეცის არხის სამხრეთ ნაწილში ერთი ხაზი გადაკეტა. სუეცის არხის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხაზის გახსნას 300-ზე მეტი გემი ელოდებოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner