აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ომი ჯერ მოგებული არ არის.
„ახლა ძალისხმევის შემცირების დრო არ არის. ვაქცინაციის პროგრამაში უკუსვლა შეიძლება შევნიშნოთ. რაც მთავარია, თუ ახლა ყურადღებას მოვადუნებთ, ვირუსის გაუარესებას და არა უკეთეს მდგომარეობას ვიხილავთ.
ვაქცინებთან ერთად იმედი გვაქვს, მაგრამ ხალხი სიფრთხილის ზომებზე უარს ამბობს, რაც ძალიან ცუდია. დროა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.