logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: 2002 წელი იყო, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დაუთმო მიხეილ სააკაშვილს, მას მერე სააკაშვილის ხელის ბიჭად იქცა
- +

30 მარტი. 2021. 01:02

 

„ბოლო დროს ნათელაშვილი ახმოვანებს იმას, რასაც თქვენ წარმოიდგინეთ, ვერ ბედავს, სააკაშვილიც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „პოსტვ-ის“ ეთერში განაცხადა.

 

„ნათელაშვილი აკრიტიკებს ამერიკის სენატს ჯორჯ კენტს, თქვენმა განცხადებამ საქართველო შოკში ჩააგდოო.

ნათელაშვილისგან არ მიკვირს ამგვარი განცხადებები. 2002 წელი იყო, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დაუთმო მიხეილ სააკაშვილს. მას მერე სააკაშვილის ხელის ბიჭად არის ქცეული. ხან NDI -IRI-ის ლანძღავს, ხან ამერიკას, ხან სასტიკად აკრიტიკებს ელჩებს, გვახსოვს შტურმი აშშ-ის ელჩზე, ქალბატონ დეგნანზე. ახლა მიადგა სენატის წევრებს და ბატონ კენტს ლანძღავს. ეს მეთოდები მოუძველდა უკვე სააკაშვილს. ხალხი მართლა დაიღალა წარმოუდგენელი პერსონაჟებით, რომლებიც ამ ქვეყანას 30 წელია ერთ წრეზე ატარებენ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner