logo_geo
eng_logo
საუდის არაბეთის სამეფომ "მწვანე ინიციატივა" წარმოადგინა, რომელიც 10 მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს
- +

30 მარტი. 2021. 01:25

 

საუდის არაბეთის სამეფომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული "მწვანე ინიციატივა" წარმოადგინა, რომელიც სამეფოს მასშტაბით, 10 მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს.

 

"მწვანე ინიციატივა" მიზნად ისახავს ქვეყნის მავნე გამონაბოლქვის შემცირებას 2030 წლისათვის ენერგიის ნახევრის განახლებადი წყაროებისგან მიღებით.

 

ამ სვლას მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველმა, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა.

 

"როგორც ნავთობის წამყვანი მწარმოებლები, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის დასაჩქარებლად და ისევე, როგორც ნავთობისა და გაზის ერაში ვიყავით ენერგეტიკული ბაზრების პიონერები, ახლაც ვიმოქმედებთ, რომ წამყვანი როლი გვქონდეს მწვანე ერაში"-აცხადებს პრინცი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner