logo_geo
eng_logo
ჯანმო-ს ექსპერტთა დასკვნის თანახმად, „კოვიდ-19“ ადამიანებზე ღამურებისგან სავარაუდოდ, სხვა ცხოველის საშუალებით გავრცელდა
- +

30 მარტი. 2021. 02:52

 

„კოვიდ-19“ ადამიანებზე ღამურებისგან სავარაუდოდ სხვა ცხოველის საშუალებით გავრცელდა. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნაში. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

საერთაშორისო ექსპერტთა მისია ვირუსის წარმომავლობის დასადგენად ჩინეთში იმყოფებოდა. ანგარიშის გასაჯაროება სამშაბათს იგეგმება.

 

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, რომელიც ამ დოკუმენტს გაეცნო, თითქმის გამოირიცხა, ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია.

თუმცა, ანგარიშში წარმოდგენილი არ არის საბოლოო ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავრცელდა ვირუსი ადამიანებზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner