„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია STADLER -ის ორსართულიანი მატარებელთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის თანაგუნდელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„აი ეგრე ჩემო გივი კუბლაშვილო, ახლა ის ქვა რომ წამოიღე გვირაბიდან კი იცი სადაც უნდა შეინახო... არ გაგიჭირდება ვიცი.
ვაშაძეს ყოჩაღ! ეგრე უნდა აგონ პასუხი ადამიანებმა საკუთარ საქცილზე!"- წერს ცაგურია.
აპირებს თუ არა მოძრაობა "ახალი საქართველო" და გიორგი ვაშაძე STADLER -ის ორსართულიანი მატარებელთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ბოდიშის მოხდას? ამასთან დაკავშირებით "აიპრესი" მოძრაობის დამფუძნებელს გიორგი ვაშაძეს დაუკავშირდა.
ბატონო გიორგი, თქვენმა მოძრაობამ ორსართულიან მატარებელთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის არ გაეტეოდა გვირაბში. აღმოჩნდა რომ მატარებელი გვიარაბში გაეტია. თქვენი მოძრაობის წევრები, რომლებმაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს, მოიხდიან თუ არა ბოდიშს?
„ეს ინფორმაცია გაავრცელა გივი კუბლაშვილმა, რომელიც აღარ არის ჩვენი მოძრაობის წევრი. მე კონტაქტი არ მაქვს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და თვითონ გაგცემთ პასუხს."