კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კულტურის კოდექსზე და მის მნიშვნელობაზე „იმედის დილაში“ ისაუბრა.
„კულტურას კოდექსი სჭირდება, რადგან დღეს კულტურასთან დაკავშირებული ნორმები ათეულობით კანონშია გაბნეული. არსებობს კანონი ცალკე მუზეუმების შესახებ, ცალკე თეატრებისა და კულტურის შესახებ და ა.შ. ყველა ის დარგი, ვისაც ამბიცია აქვს, რომ უნდა განვითარდეს, საჭიროებს, რომ ერთ დოკუმენტში იყოს თავმოყრილი ყველა ნორმა, თავებად დალაგებული თეატრებისთვის, მუზეუმებისთვის და ა.შ. და რაც მთავარია, ეს ტექსტები უნდა იყოს თანამედროვე, რადგან ძირითადი კანონები დაწერილია მაშინ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.