logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დღეს სახელმწიფო სპორტის ძალიან დიდი სპონსორია და თუ ეს თანხა ცოტა სხვანაირად დაიხარჯება, მიზანსაც უკეთ მივაღწევთ
- +

30 მარტი. 2021. 11:41

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა,  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ სპორტის სფეროს დაფინანსებაზე ისაუბრა. წამყვანის, ვახო გაფრინდაშვილის კითხვაზე, „ხომ არაა უსამართლო ის, რომ პირობითად, საფეხბურთო გუნდს წყლის გადასახადი აქვს ზუსტად იმდენი, რამდენიც, მაგალითად, ავტოსამრეცხაოს ან გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანიას და როგორ შეიძლება, რომ ასეთ დროს ინვესტიციები მოვიზიდოთ სპორტში?“, მინისტრმა უპასუხა:

 

„როცა იუსტიციის მინისტრი გახლდით და ვუვლიდით 10 ათას პატიმარს, ციხეებიც ვიხდიდით კომერციულ ტარიფს. რა თქმა უნდა, არ ვადარებ სპორტსა და ციხეს, ჩემგან შორსაა ამგვარი ანალოგიები, მაგრამ როცა ჩვენ კერძო კომპანიისგან ვყიდულობთ პროდუქტს, წყალს თუ დენს, სადაც 10 ათას ადამიანს ვუვლიდით, იქაც კი ვიხდიდით კომერციულ ტარიფს. სახელმწიფო სპორტში დებს 285 მილიონ ლარს და ეს თანხა მთლიანად მიდის ფედერაციებში. შესაბამისად, რაც არ უნდა ხმამაღლა მოგეჩვენოთ, ამ დარგს, სახელმწიფოსგან ფული არ აკლია. სახელმწიფო ამაში ძალიან დიდ თანხას დებს და მაშინ, როცა მთლიანი 289 მილიონია, მხოლოდ სამი მილიონი მიდის მასობრივ სპორტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე გვყავს და მომავალში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ასაკში დაავადებული ადამიანი გვეყოლება. ეს პრობლემაა და დისბალანსი უნდა გასწორდეს. ის ცოტა დრო, რომელიც გავატარე სამინისტროში და იქამდე - პარლამენტში, მყოფნის, დაგარწმუნოთ და გითხრათ, რომ სახელმწიფო სპორტის ძალიან დიდი სპონსორია და თუ ეს თანხა ცოტა სხვანაირად დაიხარჯება, მიზანსაც უკეთ მივაღწევთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/194546/tea-tsulukiani-dges-sakhelmtsipo-sportis-dzalian-didi-sponsoria-da-tu-es-tankha-tsota-skhvanairad-daikharjeba-mizansats-uket-mivagtsevt

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner