logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობასთან შეხვედრაზე ძირითადად ცნობადი სახეები ფიგურირებენ და ეს უნდა შეიცვალოს
- +

4 მარტი. 2016. 15:29



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას „ექსპო ჯორჯიაში" განაცხადა, რომ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ძირითადად ცნობადი სახეები ფიგურირებენ და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეიცვალოს და შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებით გამდიდრდეს.



პრემიერის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს სწორედ ამ ბიზნესის განვითარებაზე.



მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მსხვილ ბიზნესთან. ის უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ძირითადად ცნობადი სახეები ფიგურირებენ, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს და შეხვედრები უნდა გამდიდრდეს საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებით. მცირე ბიზნესი სწორედ ის ძალაა, რომელიც ყველაზე მეტი დინამიკის და დასაქმების ყველაზე მეტი მაჩვენებლით ხასიათდება და ეს ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ პრობლემატიკას, რაც დღეს არსებობს.
დღეს აქ მოვედით, რათა ღიად, აბსოლუტურად გულწრფელად ვისაუბროთ იმ საკითხებზე და პრობლემებზე, რომელთა გადაჭრასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს მცირე და საშუალო სექტორისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner