ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არჩილ თალაკვაძე რო ოცნების სიაშია, ეგ უკვე იმედის მომცემია ჩემთვის.
მეორე ვინც ვიცი და მომწონს თამარ ჩუგოშვილია. სოფო ხორგუანზე თუ სიმართლეა, გამიხარდება. დანარჩენი ჯერ არ ვიცი..."- წერს მჭედლიშვილი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 13 ივლისს პარტიის ახალ სახეებს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგენს.
2030.news -ის ინფორმაციით, ახალ სახეებს შორის იქნებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გენდერულ საკითხებში სოფო ჯაფარიძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა, იურისტი სოფო ხორგუანი, იურისტი თამარ ჩუგოშვილი, ადვოკატი მამუკა მდინარაძე, ინტელექტ კლუბ „რა? სად? როდის?" წევრი ირინა ფრუიძე, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ბიზნესმენი ბექა ოდიშარია.
„ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენა ხვალ 14:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
პარტიის ახალ სახეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.