logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე: ადამიანმა, რომელმაც ამდენი სითბო დატოვა, მის ცხოვრებას აზრი ჰქონია!
- +

12 ივლისი. 2016. 23:12

 

 

მწერალთა სახლში პოეტ ზაურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს პოეტის მეგობრები და ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. შეკრებილმა საზოგადოებამ ზაურ ბოლქვაძესთან დაკავშირებული ამბები გაიხსენა  და პოეტს მადლობა გადაუხადეს დანატოვარისთვის.

 

საღამოს ზურაბ ბოლქვაძის ქალიშვილი, პიანისტი ელისო ბოლქვაძეც  ესწრეობოდა, რომლისთვისაც ეს დღე განსაკუთრებული ემოციით დატვირთული აღმოჩნდა.

 

„ჩემთვის ეს დღე ძალიან ემოციური იყო. მამას გახსენებას ბევრი მეგობარი ესწრებოდა. დღეს ბევრი ემოცია და სიყვარული დაიღვარა. ეს საღამო მოგონებებით გაივსო. 19 წლის შემდეგ ადამიანმა, რომელმაც ამდენი სითბო დატოვა, მის ცხოვრებას აზრი ჰქონია. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ზაური მამაჩემი იყო.

 

წიგნი კარგად არის აწყობილი. იქ არის მისი პოეზია, იუმორი, ლექსპრომტები, მასზე დაწერილი წერილები. მამას ძალიან უყვარდა ხალხი და ლექსპრომტებს წერდა, რომლითაც მათ მიმართ სიყვარულს ავლენდა“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

ზურაბ ბოლქვაძის წიგნის შეძენა პოეზიის მოყვარულებს „ბიბლუსის“ მაღაზიებში უკვე  შეუძლიათ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner