logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: „გადაგულავდა“ აგულა...
- +

12 ივლისი. 2016. 23:26

 

 

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე გიგლა აგულაშვილის შესახებ წერს:


„გაგულავდა კი არა, გადაგულავდა აგულა...

ამ ინტერვიუს სრულიად შემთხვევით წავაწყდი ახლა, არც მახსოვდა. რა სიმბოლურია!"



* * *

გურამ შარაძე: „როდის მოეღება ბოლო სააკაშვილებისა და აგულაშვილების "გულაობას" საქართველოში?"


მიუხედავად იმისა, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ ა.წ. 21 მარტს დააკმაყოფილა გურამ შარაძის და მისი მხარდამჭერების სარჩელი და ბათილად სცნო საკრებულოს მიერ მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშების აღმართვის შესახებ დადგენილება, სააკაშვილი მაინც არ აპირებს დროშების ჩამოხსნას და დროის გაჭიანურებას ახალ-ახალი დადგენილებების მიღებით აპირებს. ვესაუბრებით პარლამენტარ გურამ შარაძეს.


- ბატონო გურამ, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ თქვენი სარჩელი დააკმაყოფილა, მაგრამ მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშები მაინც ფრიალებს...

- სააკაშვილის თავხედობას საზღვარი არ აქვს. იგი აბუჩად იგდებს საქართველოს კონსტიტუციას და მის მიერვე რეფორმირებულ სასამართლოს. მართალია, სასამართლოს დადგენილება გასაჩივრებას ექვემდებარება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, სააკაშვილი ამ დადგენილების გასაჩივრებას არ აპირებს. მან მორიგი თაღლითური გზა აირჩია, რადგან მშვენივრად ხვდება, რომ კანონის ძალით ყველგან დამარცხდება, ამიტომაც აცხადებს: საკრებულო დროდადრო ახალ-ახალ დადგენილებებს მიიღებს და მერე ასაჩივროს შარაძემო!


- ესე იგი, ხუთჯვრიანი დროშების გამო შექმნილ დაპირისპირებას ბოლო არ მოეღება?

- ამ მდგომარეობამ, მართლაც, ტრაგიკომიკური ხასიათი შეიძინა, მაგრამ ვნახოთ, ვისთვის დასრულდება ტრაგიკულად და ვისთვის - კომიკურად. მინდა, კატეგორიულად გავაფრთხილო მიხეილ სააკაშვილი და მისი თაღლითური საკრებულო: - ჩამოხსნან მერიის თავზე აღმართული ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური დროშები, თორემ, ერთი უძილაურის გამოჩენამ სააკაშვილი თუ ისტერიამდე მიიყვანა, მთელი ქალაქის მოსახლეობა რომ მიუხტება მას, მერე ვნახოთ, რას მოიმოქმედებს.


- ბატონო გურამ, საქართველოში სააღმსრულებლო ორგანო არ არსებობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოიყვანოს?

- სააღმსრულებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი თავისი რაზმით უნდა მივიდეს საკრებულოში და მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვოს. მაგრამ აგულაშვილი ყურსაც არ იბერტყავს და, საერთოდაც, იგი "გაგულავდა", რადგან არცერთი კანონიერი გადაწყვეტილება სისრულეში არ მოჰყავს. გპირდებით, რომ საქართველოში სააკაშვილებისა და აგულაშვილების "გულაობას" მალე მოეღება ბოლო.



მაია მარგველანი

"რაო-რაო?", 7-13 აპრილი, 2003


გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია" დატოვა და „ქართულ ოცნებაში" გადავიდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner