logo_geo
eng_logo
„ასტრაზენეკამ“ თავის ვაქცინას სახელი გადაარქვა
- +

30 მარტი. 2021. 15:15

 

შვედურ-ბრიტანულმა კომპანია „ასტრაზენეკამ“, თავის ვაქცინას სახელი გადაარქვა. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის წამლების სააგენტო ავრცელებს.

 

ამიერიდან ვაქცინის სახელწოდება Vaxzevria იქნება. შვედეთის წამლების სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელის გადარქმევა პრეპარატში ცვლილებებს არ ნიშნავს, თუმცა ვაქცინის შეფუთვა შეიძლება შეიცვალოს.

 

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის სახელის გადარქმევის მიზეზები დაზუსტებული არ არის.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/194610/astrazenecam-tavis-vaqtsinas-sakheli-gadaarqva

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner