„ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ჩვენ უნდა ვიყოთ მოზომილები“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მსგავსი საქმის გარჩევა, პარტნიორებთან, დიპლომატებთან, ადამიანებთან, რომლებიც წლებია ჩვენი მეგობრები არიან და საქართველოს თემებს კარგად იცნობენ და ჩვენ სასარგებლოდ მუშაობენ მიუღებელია. რა თქმა უნდა, თავიდან უნდა ავირიდოთ მსგავსი რიტორიკა. მით უმეტეს, როცა მძიმე პოლიტიკური კრიზისია, როცა ყველა ჩართული ვართ და ისინიც არიან მოლაპარაკების პროცესში, ამ დროს გვმართებს ზომიერება. ზოგადად მსგავსი რიტორიკა, როცა მეგობრებს ვესაუბრებით, არაა სასურველი“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.