logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: სერიოზული კვალი დავამჩნიეთ პარლამენტსაც და პოლიტიკურ ცხოვრებასაც!
- +

12 ივლისი. 2016. 23:49


პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით მომავალ პარლამენტში „რესპუბლიკური პარტია" აუცილებლად უნდა იყოს, რადგან მან და მისმა თანაგუნდელებმა პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი რამ შეცვალეს.



საკმარისად გამოცდილები ვართ პოლიტიკაში, რომ რეალისტური ამოცანები გვქონდეს ამ არჩევნებზე.

 

ჩვენთვის სოლიდური წარმომადგენლობა პარლამენტში შესაძლოა იყოს ცოტა განსხვავებული ცნება, ამ მოწვევის პარლამენტში 9-10 წევრი გვყავდა, მაგრამ სერიოზული კვალი დავაჩნიეთ საქართველოს პარლამენტსაც და პოლიტიკურ ცხოვრებასაც, ასე რომ ჩვენთვის ეს საკმარისად სოლიდური წარმომადგენლობაა და წარმატებაში ვგულისხმობთ იმას, რომ დიახ რესპუბლიკური პარტია უნდა იყოს მომავალ პარლამენტში ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კარგი და საჭირო არა მხოლოდ რესპუბლიკელებისთვის, არამედ საქართველოს პარლამენტისთვის, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ისევე როგორც ეს იყო დღემდე, ჩვენ ვიყავით ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში ხან ოპოზიციურ ფლანგზე ხან სახელისუფლებო ფლანგზე.

 

ზოგჯერ, ექსპერტებიც კი გვიყიჟინებენ, რომრესპუბლიკელებს" პარლამენტში მოსვლა და ხელისუფლებაში ყოფნა უნდათ. არ ვიცი, პარტიას სხვა რა უნდა უნდოდეს?! ჩვენი რეალისტური მოლოდინი პარლამენტში კარგი შემადგენლობით შესვლაა. ისეთი შემადგენლობით, რომელიც პარლამენტში საქმიანობას კიდევ უფრო აქტიურად შეძლებს".- განაცხადა  დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner