logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
- +

30 მარტი. 2021. 19:48

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

 

„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება მხოლოდ დასაწყისია და ვირუსის გავრცელების წყარო ჯერ დადგენილი არ არის.

 

14 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა გუნდი ჩინეთში, კერძოდ უხანში СOVID-19-ის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩავიდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner