logo_geo
eng_logo
თორნიკე შარაშენიძე: ოპოზიციას ამოჩემებული აქვს მესიჯი, რომ "ქართული ოცნება" მუშაობს რუსეთზე - გამოჩნდა, რომ ამერიკაში არ ფიქრობენ ასე
- +

30 მარტი. 2021. 20:48

 

"ოპოზიციას დღემდე აქვს ამოჩემებული ეს მესიჯი, რომ - "ქართული ოცნება" მუშაობს რუსეთზე. გამოჩნდა ძალიან კარგად, სენატში მოსმენების დროს, ასევე, როცა იან კელიმ მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ ტელეარხს, რომ არ ფიქრობენ ამერიკაში ასე“, - ამის შესახებ  პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

ასე რომ, ოპოზიცია ამ მხრივ ტყუილად ხარჯავს რესურსს. ჯობია მათ აქცენტი გააკეთონ სხვა უფრო რეალისტურ თემებზე, რომელიც პირდაპირ ხელისგულზე ჩანს.

არ არის ასეთი აშკარა ამერიკელებისთვის, რომ საქართველოს მთავრობა ემსახურება რუსეთს. ნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, ნატოსთან არსებითი პაკეტი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება - როცა ეს გაქვს, ძალიან ძნელია დაუმტკიცო, მართალი რომც იყო, ჩუმად მუშაობენ რუსეთზე.

ჩემი აზრით, უკვე მე-9 წელია ოპოზიცია არასწორი გზით მუშაობს და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ მარცხდებიან და ყოველ შემთხვევაში, ვერ იმარჯვებენ“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner