ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შედეგად 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.