logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: დოკუმენტში რა წერია, იციან იმ ადამიანებმა, ვინც იმ შენობაში იმყოფებიან
- +

30 მარტი. 2021. 22:47

 

"გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, დღის დასაწყისში არაერთი შეხვედრა გაიმართა და არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სარწმუნო ვერ იქნება“, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძე მედიაში გავრცელებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც სავარაუდოდ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ პუქტებზეა საუბარი.

 

ეს არის სხვადასხვა წყაროზე, ჭორის დონეზე გავრცელებული ინფორმაცია. მე ვერ გეტყვით, რეალურად, დოკუმენტში რა წერია. ეს იციან იმ ადამიანებმა, ვინც ამ მოლაპარაკების პროცესში, იმ შენობაში იმყოფებიან," - განაცხადა გივი მიქანაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner