logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: თუ ჩვენი ოპონენტები ულტიმატუმის ენით საუბარს მოიშლიან და ამოვლენ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, შეთანხმება შესაძლებელია
- +

30 მარტი. 2021. 23:59

 

შეთანხმება შესაძლებელია ყველა საკითხზე, თუ ჩვენი ოპონენტები ულტიმატუმის ენაზე საუბარს მოიშლიან, ამოვლენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში  განაცხადა.

 

„მთელი პასუხისმგებლობით მინდა, ვთქვა, რომ ყველა იმ საკითხზე, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს, შესაძლებელია შეთანხმება, თუ ოპონენტების მხრიდან გამოვლენილი იქნება რეალური კომპრომისი.

ისე არა, კომპრომისს რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ეძახიან. ეს გვერდზე უნდა გადავდოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ ქვეყნის გამოწვევებიდან, ხვალინდელი დღიდან გამომდინარე.

ხაზგასმით ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ისეთი არავითარი საკითხი, რომელზეც არ შეიძლება, შეთანხმება შედგეს; არ არსებობს წითელი ხაზი, გარდა ერთისა, რომ ყველა საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს.

ჩვენთვის აი, ეს არის ერთადერთი წითელი ხაზი და წყალგამყოფი. შეთანხმება შესაძლებელია ყველა საკითხზე, თუ ჩვენი ოპონენტები ულტიმატუმის ენაზე საუბარს მოიშლიან, ამოვლენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner