logo_geo
eng_logo
ცოტნე კობერიძე: არ მგონია ხელახალი არჩევნები კონკრეტულად ვინმეს ახეირებდეს
- +

31 მარტი. 2021. 02:32

 

"არ მგონია, ხელახალი არჩევნები ვინმეს კონკრეტულად ახეირებდეს“, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ  „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

 „მე, პირადად გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც პლებისციტი რომ ჩატარდეს, ისე დამთავრდება, როგორც მე მინდა, ან თუნდაც ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს იმაზე კარგი შედეგი დააფიქსიროს ჩემმა პარტიამ, ან ზოგადად, ოპოზიციურმა ელექტორატმა. ამის მე რომ გითხრა მჯერა ძაანთქო, მოვიტყუები. სამართლიანი პროცედურები არის ჩემი მოთხოვნა," - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner