"არ მგონია, ხელახალი არჩევნები ვინმეს კონკრეტულად ახეირებდეს“, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მე, პირადად გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც პლებისციტი რომ ჩატარდეს, ისე დამთავრდება, როგორც მე მინდა, ან თუნდაც ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს იმაზე კარგი შედეგი დააფიქსიროს ჩემმა პარტიამ, ან ზოგადად, ოპოზიციურმა ელექტორატმა. ამის მე რომ გითხრა მჯერა ძაანთქო, მოვიტყუები. სამართლიანი პროცედურები არის ჩემი მოთხოვნა," - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.