logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი სანდრო რაქვიაშვილს: უნდა მობრძანდეთ პარლამენტში და იქ ვისაუბრებთ
- +

31 მარტი. 2021. 02:55

 

შესაძლოა, საპარლამენტო ჭიდილში, გნებავთ ამ საპარლამენტო ვაჭრობაში, პოზიციების გაცვლა-გამოცვლაში, დაგთანხმდეთ, რომ 3%-იანი საარჩევნო ბარიერი მუდმივად იყოს, რადგან ეს ევროპული პრაქტიკაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

მან გირჩის“ წევრს სანდრო რაქვიაშვილს მიმართა, რომ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა მათ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში შეუძლიათ.

 

„ეს თემები ვერც ერთი ელჩის კაბინეტში ვერ დალაგდება და ვერც ერთი მედიატორი ამას თავიდან ბოლომდე თავს ვერ დაადგამს. ჩვენ ამიტომ გთავაზობთ. უნდა მობრძანდეთ პარლამენტში და იქ ვისაუბრებთ.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 3%-იან ბარიერზე - ვთქვით ერთჯერადად. თქვენი აზრია, რომ სულ მცირე, ეს ერთჯერადად არ უნდა იყოს. შესაძლოა, ამ საპარლამენტო ჭიდილში, გნებავთ ამ საპარლამენტო ვაჭრობაში, პოზიციების გაცვლა-გამოცვლაში, დაგთანხმდეთ, რომ ეს მუდმივად იყოს, რადგან ეს ევროპული პრაქტიკაა. 3% ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, ზოგან 4%-ია.

 

როდესაც სრულად პროპორციულზე გადავალთ, 2024 წლის არჩევნებზე, იქ საპარლამენტო კოალიციის შექმნის აუცილებლობა მნიშვნელოვნად იზრდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, 5%-იანი ბარიერი არავისთვის აღარაა რელევანტური. ბარიერის დაწევის საკითხი ბუნებრივად დგება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner