logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს
- +

4 მარტი. 2016. 15:44




ენერგეტიკის მინიტრმა კახა კალაძემ „სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ირანთან პარალელურად მოლაპარაკება იმის გამო დაიწყო, რომ მიმდინარეობდა საუბარი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით.



გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად იყო შესაძლებელი, წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას", -განაცხადა კახა კალაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner