logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: ნაცებს ვაი-ვიში აქვთ ატეხილი, ბერამ რესტორანში ბევრი დახარჯა და „ჩაი არ დაუტოვა“ მიმტანსო...
- +

13 ივლისი. 2016. 00:32


განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ნაცებს მთელი ვაი-ვიში აქვთ ატეხილი ბერამ რესტორანში ბევრი დახარჯაო და "ჩაი არ დაუტოვა" მიმტანსო. ძალიან სასაცილოები არიან !!!

 

1. ტყუილია! ბერა არ იხდის ხოლმე არასოდეს და არც ხურდას იღებს და არც არანანირ სავალუტო ოპერაციაში არ მონაწილეობს ვახშმობისას ან დასვენებისას. ამას ხან ვინ აკეთებს და ხან ვინ (თანმხლებ პირს ვგულისხმობ მეგობარს, თანამშრომელს და .. ) ზუსტად იცოდეთ არც ის იცოდა რამდენი იყო "ანგარიში" ან ხურდა... რას არ მოიგონებენ...

 

2. საკუთარ ფულს ვინ სად და როგორ დახარჯავს ეს არავის საქმე არაა. 7 ლარზე ლაპარაკობთ როდესაც 3 მილიარდ ლარამდე "გვაჩუქა" მისმა ოჯახმა. აღარ ჩამოვთვლი პროექტებს ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

 

3. არამგონია იმ რესტორნის მეპატრონეს მოწონებოდა მისი თანამშრომლები ესე რომ წერენ მათ მომხმარებლებზე. "ჩაი" ეს არის კეთილი ნება და არა ვალდებულება. ვალდებულება არის ანგარიშის გასტუმრება სადაც მომსახურების საკომისიო შედის. მომსახურების სფერო აშკარად დასახვეწი აქვს ბევრ დაწესებულებას.

 

4. და ბოლოს ეგ ერთი პოსტი აიტაცეთ და ყველა იმ ადამიანმა რომ დაწეროს იმ სიკეთეზე რაც პირადად ბერასგან ახსოვს დამიჯერეთ ვერ აუვა ვერცერთი სააგენტო თუ მედიასაშუალება მათ გაშუქებას. ასე რომ დაწყნარდით.

 

ძალიან მაგარი ბიჭი ხარ მაგრად მიყვარხარ და ესე გააგრძელე! ბევრი წარმატება შენ!"- წერს აბესაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner