logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთი მზადაა, განაახლოს ნორმალური დეპოლიტიზებული ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ საპასუხო ინტერესი გამოვლინდება
- +

31 მარტი. 2021. 10:50

 

„რუსეთი მზადაა, განაახლოს ნორმალური დეპოლიტიზებული ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ საპასუხო ინტერესი გამოვლინდება“, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

„რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განხილვისას რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, განაახლოს ევროკავშირთან ნორმალური დეპოლიტიზირებული ურთიერთობა, თუ ამის საპასუხო ინტერესი გამოვლინდება”, - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან საუბრისას ვლადიმირ პუტინმა ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

 

„პარტნიორების მიერ ა. ნავალნის საკითხის წამოწევისას საქმის ობიექტური გარემოებების შესახებ სათანადო განმარტებები იქნა მიცემული“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

 

ამასთან, მათივე ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინასთან, ბელარუსთან, სირიასთან, ირანთან და ლიბიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner