ცენტრ-პოინტის საქმეში ბრალდებული, გუკა რჩეულიშვილი, დააკავეს. ის სამართალდამცავებს თავად მას შემდეგ ჩაბარდა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.
"საარჩევნო შოუს დავარქმევ. 3 ადამიანი ჩემს გამო დააკავეს და რატომ, არ ვიცი. ვიღაცეებისთვის ვიღაცეები მიუღებლები არიან. შოუ უნდათ. არანაირი პრობლემა არ არის ციხეში ჩაჯდომა. უბრალოდ, საწყენია, რომ კანონი არაადეკვატურია და მართული. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, სად არის ეს თანხები. ეს ყველაფერი ფარსია. ეს სამი ადამიანი უნდა გაათავისუფლონ. მაია რა შუაშია, ვერ ვხვდები. ყველაფერზე ხელი მე მოვაწერე და ა.შ. მე ვიღებდი ყველა გადაწყვეტილებას. არავინ არაფერ შუაში არ არის," - ამბობს კურიერთან გუკა რჩეულიშვილი.
მასთან ინტერვიუ „კურიერმა" დაკავებამდე ჩაწერა. რჩეულიშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ამბობდა, რომ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდებოდა. თუმცა, ის სამართალდამცველებმა მანამდე დააკავეს.