logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ფრაზა „გათურქებულ აჭარაში“ რა ვიგულისხმე „ნაციონალები“ ძალიან კარგად ხვდებიან!
- +

13 ივლისი. 2016. 00:59



საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს:


 

„მეგობრებო, მინდა გამოვეხმაურო აჟიოტაჟს ტელეკომპანიაიბერიით" ჩემს გუშინდელ ეთერთან დაკავშირებით. აქვე მინდა დავსვა კითხვა: ეს აჟიოტაჟი მოყვა ვისგან? რა თქმა უნდა ნაციონალებისგან, რომელიც ახლაც ცდილობენ არასწორი ინტერპრეტაციით გადაფარონ მთავარი პრობლემა, რომელიც თვითონ შექმნეს აჭარაში და არა მარტო აჭარაში.

 

ფრაზაგათურქებულ აჭარაში" რა ვიგულისხმე ყველა ძალიან კარგად ხვდება და პირველ რიგში ნაციონალები. არ მოვყვები საქართველოს მთელი ისტორიის მოყოლას, მაგრამ აჭარლები, რომლიბიც 300 წელი იბრძოდნენ საქართველოში დასაბრუნებლად, თურქეთის ბატონობის ქვეშ როცა იყვნენ არ გათურქებულან, ისე როგორც აღამოსავლეთ საქართველო არ გასპარსებულა, არ გარუსებულა, არ გამონღოლებულა და .. და საერთოდ როგორ შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ და ეს თემად ვაქციოთ? მაგრამ აქ იმაზეა ლაპარაკი უფლების რა წილი უნდა ქონდეს უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში, როცა ქართველს აღარ აქვს ეს უფლებები.

 

თუმცა ამ აქცენტების ასე დასმა ხდება მიზანმიმართუალად იმ ძალის მხრიდან, რომლებმაც აიძულა ქართველობა ლუკმა-პურის საშოვარზე გადაეხვეწა საზღვარგარეთ და რომელმაც გასცა ქართული მიწები 1 ლარად, როცა ქართველი ვერ ახერხებდა ვერაფრის ყიდვას.

 

საქართველოში ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს, ტურისტებიც უნდა ჩამოვიდნენ და საერთოდ ამაშია ჩვენი უდიდესი პოტენციალი, მაგრამ არა ქართველების ხარჯზე. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში. მე ჩემი პირადი და ჩემი ბათუმელი მეგობრების გულისტკივილი ვთქვი რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას საბოლოოდ ამაზე და ვიღაცამ ხომ უნდა მოთხოვოს ამ არასწორი პოლიტიკის გამო პასუხი იმ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ხალხის გარდა სხვა ყველა გაფეტიშებული ყავდა.

 

რა უფლებებით ცხოვრობენ ქართველები და საერთოდ სხვა უცხოელები საზღვაგარეთ? ეს მათი ქვეყნისთვის სწორი და მართებული პოლიტიკაა, მაგრამ ვინ მეტყვის რომ ქართველები რაიმეთი პრივილეგირებულები არიან, ისე როგორც უცხოელები საქართვლოში? და ეს ყველაფერი გააკეთა წინა ხელისუფლებამ და ახლა ცდილობენ იმ დანაშაულზე, რომელზეც მე ვილაპარაკე, სხვა ინტერპრეტაცია მისცენ, იმიტომ რომ მეტი არაფერი დარჩენიათ მათი დანაშაულის გადასაფარად.

 

კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომგათურქებულ აჭარაში" მე ვიგულისხმე უუფლებო ქართველების - ჩემი და თქვენი გულისტკივილი, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიექცეს ყურადღება!

 

როცა ჩვენს ქვეყანაში ქართველი იქნება კარგად, პრივილეგირებულად და სახელმწიფოსგან დაცულად, ჩვენი ქვეყნის სტუმარი თუ უკვე აქ დამკვიდრებული უცხოელიც მაშინ იქნება კარგად, იმიტომ რომ სტუმარი ჩვენთვის ცალკე ფენომენია..."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner