რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ავრცელებს:
ვ ი ც ი, ა რ ა ვ ი ნ წ ა ი კ ი თ ხ ა ვ ს!
- მივხვდი, - მეუბნება ბებერი გამყიდველი,
- იმ უერო კაცმა აქედან დიდი ფული გაიტანა! ბიძინაზე მეტი ფული აქვთ - ხალხს რაც წაართვეს ოფფ-ბალიშებში (მიკვირს საიდან უბრალო მარკეტის ქალს off-ის ცოდნა) და ქართველი დედიკოების კალთებში (ეს უკვე არ მიკვირს) დამალეს !
მე კი ვპასუხობ (მართალია ბოლომდე არ ესმის, მაგრამ რაღაცას ხვდება!):
- მთავარი ის არის, დეიდა N', რომ საქართველოში ნაცისტმა ქურდ-ბაცაცებმა ინტელიგენცია მოსპეს :
ვიღაცას საათი აჩუქეს,
ვიღაცას ბინა,
ვიღაცის წიგნი დაბეჭდეს,
ვიღაცას იუბილე ესროლეს,
ვიღაცას მტერი მოაშორეს,
ვიღცა დააშინეს - და...
"სამშობლო მთებო!
თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა..."
მერე ვჩუმდები, ვიღებ ხურდას, უგემურ სიგარეტს და ვფიქრობ -
ნუთუ ჩემი ხალხი ვერ მოიშორებს ამ ბრენდიან ქალწულებს?!
"მშვიდობით, ჩემნო,
თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა..."