გორში, კომბინატის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 9 წლის ბავშვს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.