„გუნდს ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ პანდემიის კრიზისის პირობებში ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე თანამდებობაზე და მხოლოდ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მას",- განაცხადა არჩილ თაკლავაძემ.