„ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ვანომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ვუსურვებ, წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში“, - წერს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა.