logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: სახეზეა სისტემური დანაშაული, ამიტომაც აუცილებელია ამ საქმის ბოლომდე გამოძიება!
- +

13 ივლისი. 2016. 02:45


პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის  ყოფილი დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის ჩვენებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ყუბანეიშვილის განცხადებები, რომელიც დავით კეზერაშვილსა და წინა ხელისუფლებას ამხელს, აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული.


„ჟურნალისტების მასობრივად მოსყიდვისა და გადაბირების ორგანიზება გაცილებით დიდი დანაშაულია, ვიდრე ტელევიზიების ფიზიკური დარბევა, ვინაიდან ეს მედიის მთლიანად მოგუდვას და გადაყლაპვას ისახავდა მიზნად.

 

უპატიებელი გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ეს „ოპერაცია" დაგეგმა კეზერაშვილმა, რომელიც ხაზინადარი და შემსრულებელი იყო; სახეზეა სისტემური დანაშაული, რაც ძირს უთხრიდა სახელმწიფოს საფუძვლებს, ამიტომაც აუცილებელია ამ საქმის ბოლომდე გამოძიება და სრული სურათის დადება."- წერს მაღლაფერიძე.



საზოგადოებრივი მაუწყებლის  ყოფილი დირექტორი და „თიბისიტივის" დამფუძნებელი ლევან ყუბანეიშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის დეკემბერში ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დროების" ჟურნალისტების გადაბირების ინიციატორი თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.



 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner