logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელია აცდებოდა პატიმრობას, თუმცა ოპოზიციისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა
- +

31 მარტი. 2021. 20:27

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გუშინ, მედიატორის თანდასწრებით ოპოზიციას, ნიკა მელიასთან დაკავშირებით კომპრომისული და კონსტრუქციული წინადადება შესთავაზა. საკითხზე მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

 

"ჩვენ წარვუდგინეთ დანიელსონს ჩვენი არგუმენტაცია და ის ფაქტობრივი ინფორმაცია, რაც აქვს მართლმსაჯულების სისტემას ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია მერე გახდა პარტიის თავმჯდომარე და მანამდე ორჯერ ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, დაარღვია კანონი და პასუხისგებაში იყო მიცემული, ჩვენ პასუხისმგებლიანად მოვეკიდეთ შეთანხმების მნიშვნელობას.

ამიტომ, ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც გვქონდა კომპრომისული და კონსტრუქციული წინადადება შეთავაზებული, სადაც მათ ვუთხარით, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, მზად ვიყავით 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში გვემსჯელა პოლიტიკურ ამნისტიაზე.

ამით ნიკა მელია აცდებოდა პატიმრობას, თუმცა ოპოზიციისთვის შეთანხმებისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner