logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, დაასრულონ საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია საზღვარგარეთ და ჩვენი საზოგადოების დაყოფის მცდელობა
- +

31 მარტი. 2021. 20:50

 

 

„პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დაასრულონ სახელმწიფოს გამოცდა, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია საზღვარგარეთ და ჩვენი საზოგადოების დაყოფის მცდელობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„საზოგადოებას დაყოფა არ სურს, ამაზე მეტყველებს ის, რომ მათი მხარდაჭერების უდიდესი ნაწილიც კი არ გამოდის ქუჩაში. დღეს კონსოლიდაციისა და გაერთიანების დროა, რომლის საშუალებაც გუშინ ჩვენ გვქონდა, თუმცა ოპოზიციამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება ყველანაირ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც კიდევ უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner