logo_geo
eng_logo
„კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს“ - არჩილ თალაკვაძემ დაასახელა, ვის შესთავაზებენ მერობის კანდიდატობას
- +

31 მარტი. 2021. 21:58

 

 

„კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს და ტოვებს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და დიალოგის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას აქტიურად დაიწყებს.

 

„კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ჩვენ მასთან ერთად არა ერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტიც გვაქვს განხორციელებული.

კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს და ტოვებს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. გარწმუნებთ, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს ბოლომდე და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობებიც მაქსიმალურად შევასრულოთ, რის შესაძლებლობასაც ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გვაძლევს.

 

რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ აქტიურად გადავერთვებით თვითმმართველობის არჩევნებზე. ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან, რა თქმა უნდა, ექნება სწორედ კახა კალაძეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner