logo_geo
eng_logo
კობა კობალაძის შუამდგომლობით, ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება
- +

4 მარტი. 2016. 15:45



დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავჭალის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და რაიონის მოსახლეობას შეხვდა.



კობა კობალაძის განცხადებით, ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებმა ბიუროს სკვერის მოწყობის თხოვნით მიმართეს. დღეს კი  ლინაბის ქუჩის პირველი ჩიხის N13-14 მიმდებარედ  სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.


დღესვე, დეპუტატმა სარაჯიშვილის გამზირის N7 და ანდრონიკაშვილისა და სარაჯიშვილის კვეთაზე მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოების, ასევე ზაჰესში ენერგეტიკოსების ქ. N7-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სტადიონებისა და ამავე ქუჩაზე 4 ათას 460 კვ.მ-ის ფართობის გზისა და ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.


კობა კობალაძის შუამდგომლობით, ასევე, წყალსადენის ქუჩის 1820 კვ.მ-ის კეთილმოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს.


ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის პროექტების მონიტორინგის განხორციელების პროცესს დეპუტატთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე ესწრებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner