„პირველივე წუთიდან, როგორც კი მეწყრული პროცესი ხილული გახდა, დავიწყეთ მუდმივი მონიტორინგი“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე მოხდა სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესის გააქტიურება.
რა თქმა უნდა, პირველივე წუთიდან, როგორც კი ეს პროცესი ხილული გახდა, დავიწყეთ მუდმივი მონიტორინგი.
დავიწყეთ კომპეტენტური სპეციალისტებისგან საჭირო ჯგუფის შექმნა. მუდმივ რეჟიმში, დღესაც, გასულ პერიოდშიც და მომავალშიც ვახორციელებთ მონიტორინგს ამ პროცესებზე. მიღებული გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც შეიძლებოდა დროის ამ მონაკვეთში მიგვეღო, ამ მასშტაბის მეწყერთან დაკავშირებით.
ახლაც მიმდინარეობს იმ დონის სამუშაოები, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებით დაშვებული და შესაძლებელია. გეგმა გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ ყველაფერი ამ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.