logo_geo
eng_logo
ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესზე: შედგენილია კონკრეტული საევაკუაციო გეგმა, პრევენციული ღონისძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით
- +

1 აპრილი. 2021. 00:17

 

„პრევენციული ღონისძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. დღესაც იქ მიმდინარეობს არხების მშენებლობა, სადაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახდება წყლის მასები ვმართოთ“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ასევე, არსებობს კონკრეტული და დეტალური საევაკუაციო გეგმა,  თუ იმ სიუხვის ნალექი მოვა, რომ ეს მიწის მასა ღვარცოფულ პროცესებში გადაიზრდება.

მერიაც და შესაბამისი სამსახურებიც, რომლებიც ჩართული არიან, ყოველთვის მომზადებული ვართ უფრო ცუდი სცენარისთვის, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, რა მოცემულობაც გვექნება იმის მიხედვით ვიმოქმედოთ.

მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის სამი მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის მილი. ეს მილები ამარაგებს დედაქალაქის გარკვეულ ნაწილს და თუ მეწყრული პროცესებით ამ მილებს საფრთხე შეექმნებათ, არსებობს რისკი, რომ აქ დამატებითი წყლის მასა მივიღოთ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდეს, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს ამ მილების წყლისგან დაცლა და ჩაკეტვა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner