ცოტა ხნის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში განრიგი გამოაქვეყნა, სადაც პოზნერის მასპინძლებზე, გადაადგილების განრიგზე იყო საუბარი. მაქარაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია მალევე წაშალა.
PIA.GE-მ გაარკვია, რომ მაქარაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მალევე წაშალა, სიმართლეს შეესაბამებოდა, რაც ერთ-ერთმა სტუმარმა დაგვიდასტურა.
სააგენტო გიგა მაქარაშვილს დაუკავშირდა კითხვით, თუ საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, რაზეც მაქარაშვილი პასუხობს, რომ განრიგი ნამდვილად გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, გავრცელდა და წაშლის მიზეზად კი ასახელებს იმას, რომ შესაძლოა, ეს ინფორმაცია მცდარი ყოფილიყო.
PIA.GE ასევე დაუკავშირდა მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას იმისათვის, რომ გაერკვია თუ საიდან ჰქონდა ხოშტარიას ინფორმაცია პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხოშტარია ზარებს არ პასუხობს.