logo_geo
eng_logo
დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმო გაიხსნება
- +

13 ივლისი. 2016. 10:49


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 70 ადამიანი დასაქმდება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი"  700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.



პრემიერის ინფორმაციით, კომპანია ახალ საწარმოში ასევე 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს.



შპსკონსტრაქტ ვიჟენსსახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება, მიწა და ძველი საწარმო-ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს, მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას. ძალიან მისასალმებელია, რომ საინვესტიციო პირობებში კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასქმებს ამ საწარმოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner