logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნება
- +

13 ივლისი. 2016. 10:50


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება.



პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებული საწარმოების ნუსხას დაემატება შპს „იწის წყალი", რომელიც ამბროლაურში  წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.



პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. დამეთანხმებით, რომ რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მოსახლეობის დამაგრებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner