logo_geo
eng_logo
შსს: ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს...
- +

1 აპრილი. 2021. 14:45

 

 

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები პირები არ დაჯარიმებულან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება და აცხადებს, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 32 პირი.

 

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს საქართველოში სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner