შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნოვრაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ფონიჭალაში, გამთენიისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ კიუნაი ი.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიუნაი ი. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).