დაღესტანში გუშინ ღამის საათებში მაჰაჭყალა-ასტრახანის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. ავტობუსი ანაპადან დერბენტში გადაადგილდებოდა. ავარიის დროს ავტობუსში 33 ადამიანი იმყოფებოდა.
ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევა სატვირთო მანქანის მძღოლის ბრალია. წინასწარი ინფორმაციით, მან მოძრაობის წესები დაარღვია.
გამოძიება მომხდართან დაკავშირებით შეწყვეტილია, რადგან ორივე მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.