logo_geo
eng_logo
როგორ ცდილობდა სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთისთვის სახის შენარჩუნებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს - გიორგი ბარამიძის პასუხი "POSTV-ის" შეკითხვაზე
- +

1 აპრილი. 2021. 20:13

 

„ჩვენ თავს ვიკავებდით ღიად იმის დასახელებისაგან პირველ საათებში, რომ რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე“,- აცხადებს “postv-თან“  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

 

„7 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დაწყების დროს ვინც შემოაგზავნა რუსეთმა, არ ჰქონდათ არანაირი ამომცნობი ნიშანი. მაშინ ეს ტაქტიკა იყო, რომ თითქოს ჩრდილო კავკასიელები და გაურკვეველი ადამიანები, გაურკვეველი დაჯგუფებები შემოვიდნენ საქართველოში და არა რუსის ჯარი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ  იყო შანსი,  თუკი ღიად არ დავუპირისპირდებოდით რუსეთს და არ ვიტყოდით რომ ეს არ არის რუსეთი, ამათი განადგურებით  შემდეგ რუსეთის შემდეგი ეტაპი ინტერვენციისა არ განეხორციელებინათ, ამიტომ ჩვენ თავს ვიკავებდით ღიად იმის დასახელებისაგან პირველ საათებში, რომ რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე“ ,- აღნიშნავს ბარამიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner