„ახლა ყველა ელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. რა ინსტრუქციას მისცემს შარლ მიშელი ელჩ კრისტიან დანიელსონს. ვფიქრობ, თუ არ იქნება მზადყოფნა პოლიტიკური ძალების მხრიდან, მაშინ რა მიზეზით უნდა წავიდეს მესამედ დანიელსონი თბილისში, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველა პარტიის მხრიდან მზადყოფნაა საჭირო. მე და თქვენს ყველა გულშემატკივარს სურს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ახლავე მიაღწიონ შეთანხებას, მომდევნო 30 წუთში შეთანხმდნენ, მაგრამ რეალისტებიც ხომ ვართ.
ევროკავშირიდან ჩართულობის ამაზე მაღალი დონე არ არსებობს. დანიელსონი პირადად მიშელმა გამოაგზავნა. მედიაცია თავად დაიწყო და ამით ევროკავშირის მხრიდან უდიდესი ინტერესის დემონსტრირება მოახდინა. შემდეგი სიტყვაც შარლ მიშელზეა“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.