სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 44-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. საყოველთაო ნათლობის ერთ-ერთი ორგანიზატორის მაია ქომეთიანის თქმით, დღეს სამების ტაძარში 738 ბავშვი მოინათლება.
სულ ილია მეორეს 28 371 ნათლული ჰყავს. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან.
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.