აფრიკაში კორონავირუსის SARS-CoV-2ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც 40-მდე მუტაციის მატარებელია. ამის შესახებ აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონ ნკენგასონგმა იოჰანესბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ვარიანტი პირველად ტანზანიის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ანგოლაში ჩავიდა.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესწავლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში მიმდინარეობს, მაგრამ უკვე იძლევა შეშფოთების საფუძველს, ვინაიდან, არ არსებობს მონაცემები მის წინააღმდეგ უკვე შემუშავებული ვაქცინების ეფექტურობის შესახებ.
მანვე აღნიშნა, რომ ტანზანია, საიდანაც დაიწყო ამ ახალი ვარიანტის გავრცელება, გასული წლის შუა პერიოდიდან არ წარადგენს მონაცემებს კოვიდ-19-ით დაავადებულთა შესახებ.